შეიარაღებული ძალების არატრადიციული მოქმედებები
(ახალი გვერდი: '''შეიარაღებული ძალების არატრადიციული მოქმედებები''' – მოქმე...) |
მიმდინარე ცვლილება 15:33, 16 თებერვალი 2018 მდგომარეობით
შეიარაღებული ძალების არატრადიციული მოქმედებები – მოქმედებები, რომლებიც მიმართულია დაპირისპირებული ძალების დასაშორიშორებლად, ცეცხლის შეწყვეტაზე დაკვირვების ან პოლიტიკური შეთანხმებების სხვა პირობების დაცვისკენ; უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისკენ, დემილიტარიზაციის და ბუფერული ზონების რეჟიმის უზრუნველყოფისკენ, ასევე ტერიტორიის კონტროლი (საკონტროლო-გამშვები პუნქტების, ბლოკპოსტების ორგანიზება და სხვა). შეიარაღებული ძალების არატრადიციული მოქმედებების მიზანია კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული აქციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აქციების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობენ სამოქალაქო სტრუქტურების ორგანიზებას ან აღდგენას, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების ხელშეწყობას.
[რედაქტირება] წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017