შეტყობინება (სამხედრო ტერმინი)
(ახალი გვერდი: '''შეტყობინება''' – მართვის ორგანეობის და ჯარებისათვის (ძალებ...) |
15:31, 19 თებერვალი 2018-ის ვერსია
შეტყობინება – მართვის ორგანეობის და ჯარებისათვის (ძალებისათვის) სამხედრო სარდლობის სიგნალების, ბრძანებების (განკარგულებების), მოწინააღმდეგის და საკუთარი ჯარების (ძალების) მოქმედების ამსახველი ინფორმაციის მოკლე ვადებში მიწოდება;
საგანგებო ვითარებაში მყოფი მოსახლეობისათვის სახელმწიფო და სამხედრო ხელმძღვანელობის ორგანოების მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სიგნალებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი ფორმა.
საჰაერო თავდაცვის ჯარებში სამხედრო მმართველობის უმაღლესი ორგანოების, შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარების (ძალების) შეტყობინება ხორციელდება საჰაერო ვითარების სარაკეტო და საჰაერო თავდასხმის საფრთხისა და დაწყების შესახებ. სამხედრო-საზღვაო ძალებში, გარდა ამისა – მოწინააღმდეგის, მისი დანაღმული ღობურების, მცურავი ნაღმების აღმოჩენის, საკუთარი ძალების ზღვაში გასვლისა და გადასვლის შესახებ და სხვა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017