ფარსალოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფარსალოსი''' - (ახლანდელი ფარსალა), ქალაქი [[საბერძნეთი|საბერძ...)

16:13, 19 თებერვალი 2018-ის ვერსია

ფარსალოსი - (ახლანდელი ფარსალა), ქალაქი საბერძნეთში, ლარისას სამხრეთით.

რომში სამოქალაქო ომის დროს, ძვ.წ. 48 წლის 6 ივნისს, იულიუს კეისარმა, რომლის არმია 30 ათ. ქვეითსა და 1–2 ათ. მხედარს ითვლიდა, დაამარცხა გნეუს პომპეუსის ჯარები (30 ათ. ქვეითი, 3–4 ათ. მხედარი).

პომპეუსის დამარცხებაში მთავარი როლი შეასრულა კერძო რეზერვმა (3 ათ. ლეგიონერი), რომელიც კეისარმა მიწინააღმდეგის ძლიერი კავალერიის წინააღმდეგ გამოიყვანა. ფარსალოსთან კეისრის გამარჯვებამ დააჩქარა რომის რესპუბლიკის დაცემა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები