ფარსმან I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Labashidze გვერდი „ფარსმან I“ გადაიტანა გვერდზე „ფარსმან პირველი“)

16:21, 19 თებერვალი 2018-ის ვერსია

ფაილი:Farsman pirveli.jpg
ფარსმან პირველი მოხსენიებულია ვესპასიანეს არმაზის სტელაზე

ფარსმან I - ქართლის (იბერიის) მეფე (ახ.წ. I საუკუნე). 35 წელს დაიპყრო სომხეთი და მის ტახტზე დასვა თავისი ძმა მითრიდატე.

პართიის მეფემ სომხეთის დასაბრუნებლად ჯარი გამოგზავნა თავისი ვაჟის, ოროდის, სარდლობით. ფარსმან I-მა დაამარცხა ოროდი და ორთა ბრძოლაში დაჭრა იგი. 51 წელს ფარსმანის ვაჟმა რადამისტმა მამის ნებართვით მითრიდატე სომხეთის ტახტიდან ჩამოაგდო და მოკლა, მაგრამ სომხეთი ვერ შეინარჩუნა, რადგან მას დაუპირისპირდნენ როგორც სომეხი დიდებულები, ასევე პართიის მეფე. 58 წელს ფარსმან I-მა სამხედრო დახმარება აღმოუჩინა რომაელ სარდალს კორბულონს, რომელიც სომხეთში პართელებს ეომებოდა. სამაგიეროდ რომაელებმა ქართლის სამეფოს გადასცეს სომხეთის მოსაზღვრე ოლქები.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები