ფერლ-ჰარბორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფერლ-ჰარბორი''' - აშშ-ის სამხედრო საზღვაო ბაზა ჰავაის კუნძ...)

17:23, 19 თებერვალი 2018-ის ვერსია

ფერლ-ჰარბორი - აშშ-ის სამხედრო საზღვაო ბაზა ჰავაის კუნძულებზე.

1941 წლის 7 დეკემბერს, დილით, იაპონური ავიამზიდებიდან ცაში აჭრილმა თვითმფრინავებმა ომის გამოუცხადებლად იერიში მიიტანეს ფერლ-ჰარბორზე, სადაც იმყოფებოდა 70-მდე საბრძოლო ხომალდი და 394 თვითმფრინავი. ჩაძირეს და მძიმედ დააზიანეს 18 გემი, მათ შორის 8 სახაზო ხომალდი; გაანადგურეს 188 თვითმფრინავი, დაიღუპა 3,6 ათ. კაცი.

იაპონელებმა დაკარგეს დაახლოებით 100 თვითმფრინავი და 6 წყალქვეშა ნავი (მათ შორის 5 ზემცირე). ამ ოპერაციის შედეგად წყნარ ოკეანეში დროებით იაპონიის შეიარაღებული ძალები გაბატონდნენ. ამ დგომარეობამ მათ საშუალება მისცა განევითარებინათ ფართომასშტაბიანი შეტევითი მოქმედებები.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები