ფინეთი
Labashidze (განხილვა | წვლილი) მ (მომხმარებელმა Labashidze გვერდი „ფინლანდიის რესპუბლიკა“ გადაიტანა გვერდზე „ფინეთი“ გადამისამა...) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:FineTis droSa.png|thumb|250პქ|ფინეთის დროშა]] | ||
'''ფინეთი''' (Finland – ფინლანდიის რესპუბლიკა), სახელმწიფო ჩრდილოეთ [[ევროპა|ევროპაში]]. ქვეყანას | '''ფინეთი''' (Finland – ფინლანდიის რესპუბლიკა), სახელმწიფო ჩრდილოეთ [[ევროპა|ევროპაში]]. ქვეყანას | ||
სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ბალტიის ზღვის ბოტნიის, ხოლო სამხრეთით – ფინეთის ყურეები. | სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ბალტიის ზღვის ბოტნიის, ხოლო სამხრეთით – ფინეთის ყურეები. | ||
12:11, 20 თებერვალი 2018-ის ვერსია
ფინეთი (Finland – ფინლანდიის რესპუბლიკა), სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში. ქვეყანას სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ბალტიის ზღვის ბოტნიის, ხოლო სამხრეთით – ფინეთის ყურეები.
ფართობი - 338 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 5,3 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ფინური და შვედური.
დედაქალაქი - ქ. ჰელსინკი.
ადმინისტრაციულად იყოფა 12 ლიანად (გუბერნია).
საკანონმდებლო ძალაუფლებას ფლობს პრეზიდენტი და ერთპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელს – პრეზიდენტი და მთავრობა.
ფინეთმა დამოუკიდებლობა აღიარა 1917 წელს რუსეთის იმპერიიდან გამოსვლით. რესპუბლიკად გამოცხადდა 1919 წელს.
ფინეთი განვითარებული ინდუსტრიალ-აგრარული ქვეყანაა. მისდევენ მეცხოველეობას და თევზჭერას. მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, ხე-ტყის დამუშავება, ცელულოზა-ქაღალდის წარმოება. განვითარებულია მეტალურგია, ქიმიური, კვების მრეწველობა.
სამხედრო მრეწველობა აწარმოებს საარტილერიო და ცეცხლსასროლ სისტემებს, საბრძოლო აღჭურვილობას.
ძირითადი საზღვაო პორტებია: ჰელსინკი, კოტკა, ტურკუ, ჰამინა. საერთაშორისო აეროპორტი - ვანტა (ჰელსინკი).
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 22,6 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 16 ათ., სამხედრო-საჰაერო 2,7 ათ., სამხედრო-საზღვაო 3,9 ათ.; რეზერვი 350 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული სისტემით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017
