შტაბების სამსახური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''შტაბების სამსახური''' – მართვის ორგანოების საქმიანობა მშვი...) |
16:29, 20 თებერვალი 2018-ის ვერსია
შტაბების სამსახური – მართვის ორგანოების საქმიანობა მშვიდობიანობის და ომიანობის პირობებში ჯარების (ძალების) მართვის უზრუნველყოფის მიზნით. შტაბების სამსახურის შინაარსი სრული მოცულობით განსაზღვრულია წესდებებით და სპეციალური დარიგებებით. შტაბების სამსახურის ცალკეული დებულებები მოცემულია სხვა მარეგლამენტირებელ დოკუმენტებში. შტაბების სამსახურს ხელმძღვანელობს შტაბის უფროსი, მეთაურის ბრძანებების და განკარგულებების შესაბამისად, აგრეთვე ზემდგომი შტაბი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017