ქვემეხის გამიზვნა
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''ქვემეხის გამიზვნა''' - ქვემეხის ლულისთვის მდგომარეობის მიც...) |
მიმდინარე ცვლილება 17:09, 21 თებერვალი 2018 მდგომარეობით
ქვემეხის გამიზვნა - ქვემეხის ლულისთვის მდგომარეობის მიცემა, როდესაც სროლის დროს ჭურვის ფრენის საშუალო ტრაექტორიის მიზანზე გავლა იქნება უზრუნველყოფილი. არის პირდაპირი, არაპირდაპირი და ნახევრად პირდაპირი გამიზვნა.
დახურული საცეცხლე პოზიციიდან სროლის დროს ქვემეხის არაპირდაპირი გამიზვნა – მიზნამდე მისი მანძილის და სიმაღლის შესაბამისი ამაღლების კუთხით, რომელიც მიეცემა კორის და თარაზოს მეშვეობით;
ქვემეხის ჰორიზონტალური გამიზვნა - პანორამის ოპტიკური ღერძის, რომელზედაც დაყენებულია მიზნის ადგილის კუთხე, გამიზვნის წერტილთან ან კოლიმატორთან შეთავსება.
ქვემეხის ნახევრად პირდაპირი გამიზვნის დროს კი, ჰორიზონტალური გამიზვნა ხორციელდება მიზანზე ვიზირებით; ამაღლების კუთხე – კორით და თარაზოთი ( დამიზნება).
[რედაქტირება] წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017