საჰაერო-სადესანტო კორპუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საჰაერო-სადესანტო კორპუსი''' - საჰაერო-სადესანტო ჯარების სა...)

17:32, 22 თებერვალი 2018-ის ვერსია

საჰაერო-სადესანტო კორპუსი - საჰაერო-სადესანტო ჯარების საერთო-საჯარისო შენაერთი; II მსოფლიო ომის პერიოდში განკუთვნილი იყო ამოცანების გადასაწყვეტად მოწინააღმდეგის ზურგში საჰაერო-სადესანტო ოპერაციების დროს.

ზოგიერთი ქვეყნის არმიებში მათი შექმნა დაიწყო 1941 წლის აპრილიდან: ომის დაწყებიდან გამოიყენებოდა, როგორც მსროლელთა შენაერთი. 1942 წელს გარდაიქმნა მე-10 გვარდიის საჰაერო-სადესანტო დივიზიად.

გერმანიაში ლუფტვაფეს შემადგენლობაში ჰყავდათ საავიაციო კორპუსი, რომელშიც შედიოდა საპარაშუტო-სადესანტო დივიზია, პლანერისტთა მოიერიშე პოლკი, საბრძოლო-საავიაციო დაჯგუფება და სხვა ნაწილები.

1943 წლის დამლევს ჩამოყალიბდა ორი საჰაერო-საავიაციო კორპუსი, რომლებიც გაერთიანდა საჰაერო-სადესანტო (საპარაშუტო) არმიად. აშშ-ში საჰაერო-სადესანტო დივიზიები კორპუსებად ერთიანდებოდა მხოლოდ საბრძოლო მოქმედების პერიოდისათვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები