ცეცხლის სიმჭიდროვე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ცეცხლის სიმჭიდროვე''' – ჭურვების (ნაღმების, ტყვიების) ხარჯი 1 ...)

14:24, 23 თებერვალი 2018-ის ვერსია

ცეცხლის სიმჭიდროვე – ჭურვების (ნაღმების, ტყვიების) ხარჯი 1 წუთში სამიზნის ერთეულ ფართობზე ან ფრონტის (მოძრაობის მარშრუტის) სიგრძეზე; მიზანზე ცეცხლის ზემოქმედების ინტენსივობის მახასიათებელი.

არტილერიის ცეცხლის სიმჭიდროვე განისაზღვრება იმ ჭურვების რაოდენობით, რომლებსაც არტილერია უშვებს 1 წთ-ში მიზნის ფრონტის 100 მ-ზე ან 1 ჰა ფართობზე; საზენიტო არტილერიისა – საჰაერო მიზანზე ჭურვების გასკდომის (გასროლის) რაოდენობით ცეცხლის ზონაში გავლილი გზის ყოველ კმ-ზე. სასროლი იარაღისა – ტყვიების რაოდენობით 1 მ ფრონტზე, რომლებსაც ისვრიან ყველა სახეობის სასროლი იარაღიდან 1 წთ-ში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები