ჩეხეთი
(ახალი გვერდი: '''ჩეხეთის დროშა''' '''ჩეხეთი''' ''(Czech – ჩეხეთის...) |
15:55, 24 თებერვალი 2018-ის ვერსია
ჩეხეთი (Czech – ჩეხეთის რესპუბლიკა) — სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.
ფართობი — 78,9 ათ. კმ2.
მოსახლეობა — 10,5 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა — ჩეხური.
დედაქალაქი — ქ. პრაღა.
ადმინისტრაციულად იყოფა 14 მხარედ.
სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს ორპალატიან პარლამენტს, აღმასრულებელი – მთავრობას. ჩეხეთი 1948 წლიდან შედიოდა ჩეხოსლოვაკიის სახალხო რესპუბლიკაში, 1960 წლიდან – ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში, 1990 წლის 20 აპრილიდან – ჩეხეთისა და სლოვაკეთის ფედერაციაში, 1993 წლის 1 იანვარს გამოვიდა აღნიშნული ფედერაციიდან. არის ნატოს წევრი ქვეყანა. ჩეხეთი განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა.
მრეწველობის წამყვანი დარგებია: შავი მეტალურგია, ქიმიური, მსუბუქი, კვების მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, ხე-ტყის დამუშავება, ცელულოზა-ქაღალდის წარმოება. სამხედრო მრეწველობა აწარმოებს საარტილერიო და ცეცხლსასროლ სისტემებს, საბრძოლო აღჭურვილობას, თვითმფრინავებს, რადიოელექტრონულ აპარატურას.
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მარცვლეული კულტურების, კარტოფილის, შაქრის ჭარხლის მოყვანა და მეცხოველეობა.
საერთაშორისო აეროპორტი — პრაღა.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 23,4 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 7 ათ., სამხედრო-საჰაერო 5,2 ათ და შეიარაღებული ძალების ცალკეული გვარეობები. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.