სადესანტო ხომალდი
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:საბრძოლო ხომალდები]] | [[კატეგორია:საბრძოლო ხომალდები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო გემები]] | [[კატეგორია:სამხედრო გემები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ხომალდები]] | [[კატეგორია:სამხედრო ხომალდები]] |
12:33, 26 თებერვალი 2018-ის ვერსია
სადესანტო ხომალდი – სპეციალური აგებულების საბრძოლო ხომალდი, რომელიც განკუთვნილია საზღვაო დესანტის ტრანსპორტირებისა და გადასხმისთვის მოწინააღმდეგის ნაპირზე საზღვაო, საჰაერო, და სადესანტო ოპერაციის დროს.
კონსტრუქციიდან გამომდინარე, სადესანტო ხომალდს შეუძლია გადასხას დესანტი ნაპირზე უშუალოდ ან სადესანტო-გადასასხმელი საშუალებით. სადესანტო ხომალდს აქვს ანგარები და საგემბანო ასაფრენ-დასაფრენი მოედნები ვერტმფრენებისთვის და დოკ-კამერები კატარღებისთვის. აღჭურვილია სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღებით თავდაცვის და დესანტის მხარდაჭერისთვის.
მრავალი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები იყოფა მართვის ხომალდებად, უნივერსალურ (მრავალმიზნობრივ) და სადესანტო-სავერტმფრენო ხომალდ-დოკებად, სადესანტო-ვერტმფრენმზიდებად, სადესანტო-სატრანსპორტო დოკებად და სატანკო-სადესანტო ხომალდებად. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში მათ შეუძლიათ ერთდროულად მიიღონ, გადაისროლონ ოკეანის გაღმა 64 ათასამდე მედესანტე თავისი შეიარაღებით, საბრძოლო ტექნიკით, აღჭურვილობით და უზრუნველყონ მათი გადმოსხმა საშტატო სადესანტო-გადასასხმელი საშუალებით.