თავდაცვის ზონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სამხედრო-საბრძოლო ტერიტორიები]] | [[კატეგორია:სამხედრო-საბრძოლო ტერიტორიები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
17:29, 26 თებერვალი 2018-ის ვერსია
თავდაცვის ზონა
1. საინჟინრო თვალსაზრისით მოწყობილი ადგილმდებარეობის რაიონი (ზოლი), რომელშიც გაერთიანებები (შენაერთები) საბრძოლო წყობაში (ოპერატიულ წყობაში) იშლებიან და თავდაცვითს ბრძოლას (ბატალიას) აწარმოებენ.
თავდაცვის ოპერატიული ზონა მოიცავს ოპერატიული გაერთიანების თავდაცვის ზონის ნაწილს არმიის და დაჯგუფების ზღუდესთან ერთად და იშლება თავდაცვის ტაქტიკური ზონის ზურგის საზღვრიდან ოპერატიული დაწყობის მთელ სიღრმეზე. თავდაცვის ტაქტიკური ზონა მოიცავს ადგილმდებარეობის ზოლს, რომლის ფარგლებშიც თავს იცავენ გაერთიანების I ეშელონის ნაწილები და შენაერთები.
2. მონაკვეთი ჯარების ნებისმიერი დაჯგუფებისათვის თავდაცვის წინა ხაზიდან ზურგის საზღვრამდე. თავდაცვის ზონაში წარმოებს გადამწყვეტი თავდაცვით ბრძოლები (ბატალიები).