სამხედრო ხიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სამხედრო ხიდი''' – ბუნებრივ დაბრკოლებებზე (მდინარეებზე, არხ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | * [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია: სამხედრო-საინჟინრო ნაგებობები]] | [[კატეგორია: სამხედრო-საინჟინრო ნაგებობები]] | ||
15:01, 27 თებერვალი 2018-ის ვერსია
სამხედრო ხიდი – ბუნებრივ დაბრკოლებებზე (მდინარეებზე, არხებზე, ხევებზე და ა.შ.) ჯარების გადასასვლელი დროებითი საინჟინრო ნაგებობა.
სამხედრო ხიდები დანიშნულების მიხედვით არის – ავტოსაგზაო, სარკინიგზო და ქვეითად მოსიარულეების;
კონსტრუქციის მიხედვით – ხისტსაყრდენიანი (წყალმაღალი, წყალდაბალი და წყალქვეშა), მოტივტივე და კიდული;
მზაობის ხარისხის მიხედვით – სატაბელო (ლითონის მექანიზებული და დასაშლელი) და ადგილობრივი მასალებისაგან დამზადებული.
სამხედრო ხიდს აგებენ საინჟინრო, საგზაო და სარკინიგზო ჯარების სხვადასხვა ფორმირებები, როგორც წინასწარ, ისე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობის დროს.