ამოცნობის კოდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სამხედრო პირობითი ნიშნები]] | [[კატეგორია:სამხედრო პირობითი ნიშნები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:52, 27 თებერვალი 2018 მდგომარეობით
ამოცნობის კოდი - პირობითი ნიშნების (სიმბოლოების) სისტემა საჰაერო, წყალზედა და სახმელეთო ობიექტების სახელმწიფოებრივი (უწყებრივი) კუთვნილებისა და ინდივიდუალური ნიშნების განსასაზღვრავად, რომლებიც ამ სისტემის მოპასუხეებით არის აღჭურვილი. ამოცნობის კოდებს აყენებენ გარკვეული დროით და ამ დროის გასვლის შემდეგ ცვლიან ახლით.
ამოცნობის კოდები იყოფა იმიტაციამედეგ – მოწინააღმდეგის მიერ შესაძლო იმიტაციისაგან გარანტირებულად დაცულ და არაიმიტაციამედეგ კოდებად. ამოცნობის კოდების გადაცემა და მიღება ხდება ამოცნობის ხაზებით, რომლებსაც ქმნიან რადიოლოკაციური, რადიო, რადიოტექნიკური, ჰიდროაკუსტიკური, პიროტექნიკური, შუქტექნიკური და სხვა სისტემები (საშუალებები), მათ შორის, კოდები ალმების სიგნალებით სამხედრო-საზღვაო ძალებში.