სამეთაურო პუნქტი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სამხედრო პუნქტები]] | [[კატეგორია:სამხედრო პუნქტები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:00, 27 თებერვალი 2018 მდგომარეობით
სამეთაურო პუნქტი – მართვის ძირითადი პუნქტი, რომლიდანაც ხორციელდება ჯარების (ძალების) ხელმძღვანელობა საომარი მოქმედებების მომზადების და მსვლელობის დროს. იქმნება შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ნაწილებში, შენაერთებსა და გაერთიანებებში.
სამეთაურო პუნქტები შეიძლება იყოს მოძრავი და სტაციონარული. სამეთაურო პუნქტში სარდლობის (მეთაურის) გარდა იმყოფება შტაბის ძირითადი შემადგენლობა, ჯარების გვარეობების, სპეციალური ჯარების და სამსახურების სარდლობა (უფროსები) საჭირო პირადი შემადგენლობით. მათ მუშაობას უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის კვანძი და უზრუნველყოფის ჯგუფი. საჭიროებისას მეწინავე გაერთიანებებში, გაერთიანებებსა და შენაერთებში იქმნება მართვის საჰაერო პუნქტები, ხოლო ნაწილებში – სათვალთვალო პუნქტები, რომლებიც სამეთაურო პუნქტების ელემენტებს შეადგენენ.
სამეთაურო პუნქტის გადაადგილება ხორციელდება ზემდგომი უფროსის ნებართვით იმ პრინციპით, რომ არ დაირღვეს ჯარების მართვა.