საავიაციო რუკა
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
10:28, 28 თებერვალი 2018-ის ვერსია
საავიაციო რუკა – სპეციალური რუკები, რომლებიც განკუთვნილია ფრენის დაგეგმვისთვის, ფრენისწინა მომზადებისა და თვითმფრინავის მართვისათვის, საჰაერო ოპერაციების გეგმების შემუშავებისათვის.
იქმნება უნივერსალური სწორკუთხა კარტოგრაფიული პროექციის მასშტაბით 1:500000, 1:1000000, 1:2000000, 1:8000000, 1:32000000. 1:8000000 (ჩათვლით)-მდე. 1:8000000-ის ჩათვლით მასშტაბის
რუკები იქმნება დედამიწის მთელ ზედაპირზე სამ ბლოკად: ძირითადი (ჩრდილოეთის განედის 72 გრადუსიდან სამხრეთის განედის 72 გრადუსამდე) და ორი პოლარული (არქტიკა და ანტარქტიდა); 1:32000000 მასშტაბისა – ცალკე ფურცლებად კონტინენტებსა და პოლარულ არეებზე.
რუკების ფურცლებს აქვთ სწორკუთხა ჩარჩოები, შინაარსით შეთანხმებულია ტოპოგრაფიულ-საზღვაო და მიმოხილვით–გეოგრაფიულ რუკებთან. მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით და დაწვრილებით ასახავენ ვიზუალურ და რადიოლოკაციურ ორიენტირებსა და დაბრკოლებებს. გამოდის ძირითადი და საბლანკო ვარიანტებით.