ვერტმფრენსაწინააღმდეგო თავდაცვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ვერტმფრენსაწინააღმდეგო თავდაცვა''' - ორგანიზაციული ღონისძ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:თავდაცვა]] | [[კატეგორია:თავდაცვა]] | ||
[[კატეგორია:საჰაერო თავდაცვა]] | [[კატეგორია:საჰაერო თავდაცვა]] | ||
15:13, 28 თებერვალი 2018-ის ვერსია
ვერტმფრენსაწინააღმდეგო თავდაცვა - ორგანიზაციული ღონისძიებების კომპლექსი და საბრძოლო მოქმედებები, რომელთა მიზანია მოწინააღმდეგის ვერტმფრენების აღმოჩენა და დაზიანება; ჯარების საჰაერო თავდაცვის შემადგენელი ნაწილი. ხორციელდება საბრძოლო მოქმედებების, ოპერაციებისა და ბრძოლის ყველა სახეობის, გადაადგილების, ადგილზე ჯარების განლაგების დროს.
ვერტმფრენსაწინააღმდეგო თავდაცვა მოიცავს:
- მოწინაამდეგის საბრძოლო ვერტმფრენების, ტაქტიკური დესანტებისა და აერომობილური ჯგუფების აღმოჩენას ჰაერში და ამის შეტყობინებას ჯარებისათვის;
- საბრძოლო ვერტმფრენების განადგურებას, ჩასაფრების ადგილებიდან მათი მოქმედების აღკვეთას;
- ჯარების, განსაკუთრებით სატანკო შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების დაფარვას წინ წაწევისა და მანევრის შესრულების დროს;
- ვერტმფრენებისთვის მოწინააღმდეგის ჯარების თანხლებისა და საცეცხლე მხარდაჭერის ჩაშლას;
- ჰაერში მოწინააღმდეგის აერომობილურ ჯარებთან და დესანტებთან ბრძოლას;
- ვერტმფრენებიდან დაზვერვის, მოწინააღმდეგის სახმელეთო ჯარების მოქმედებების მართვის აღკვეთას.