ყაზახეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ყაზახეთი''' ''(Kazakhstan – ყაზახეთის რესპუბლიკა)'' – სახელმწიფო ევრა...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Yazaxetis drosha.jpg|thumb|300პქ|'''ყაზახეთის დროშა''']]
 
'''ყაზახეთი''' ''(Kazakhstan – ყაზახეთის რესპუბლიკა)'' – სახელმწიფო ევრაზიის ცენტრალურ ნაწილში. მისი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი
 
'''ყაზახეთი''' ''(Kazakhstan – ყაზახეთის რესპუბლიკა)'' – სახელმწიფო ევრაზიის ცენტრალურ ნაწილში. მისი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი
 
მდებარეობს [[ევროპა]]ში, დანარჩენი – [[აზია]]ში. სამხრეთ-დასავლეთი გადის კასპიის ზღვაზე.
 
მდებარეობს [[ევროპა]]ში, დანარჩენი – [[აზია]]ში. სამხრეთ-დასავლეთი გადის კასპიის ზღვაზე.

15:45, 28 თებერვალი 2018-ის ვერსია

ყაზახეთის დროშა

ყაზახეთი (Kazakhstan – ყაზახეთის რესპუბლიკა) – სახელმწიფო ევრაზიის ცენტრალურ ნაწილში. მისი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მდებარეობს ევროპაში, დანარჩენი – აზიაში. სამხრეთ-დასავლეთი გადის კასპიის ზღვაზე.

ფართობი 2,725 მლნ. კმ2.

მოსახლეობა – 16,6 მლნ. (2012), აქედან 51% ყაზახი.

ოფიციალური ენა – ყაზახური, რუსული წარმოადგენს ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ენას.

დედაქალაქი – ქ. ასტანა.

ადმინისტრაციულად იყოფა: 14 მხარედ და 3 ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქად.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.

საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მინისტრთა კაბინეტი.

თანამედროვე ყაზახეთმა, რომელიც შედიოდა სსრ კავშირში, დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 16 დეკემბერს. ყაზახეთი დსთ-ის წევრი ქვეყანაა. ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა მძლავრი მენერალური ნედლეულის ბაზით.

მრეწველობის მოწინავე დარგებია: სამთომოპოვებითი, ფერადი და შავი მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ქიმიური და ნავთობქიმიური, მსუბუქი, კვების მრეწველობა.

სოფლის მეურნეობის – მარცვლეული კულტურები და მეცხოველეობა.

საზღვაო პორტებია: აქტაუ, ატირაუ (კასპიის ზღვა), პავლოდარი, სემიპალატინსკი (მდინარე ირტიში).

საერთაშორისო აეროპორტებია: ალმა-ათა, ასტანა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 49 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 24 ათ., სამხედრო-საჰაერო 19 ათ., სამხედრო-საზღვაო 3 ათ და რესპუბლიკური გვარდია 3 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული ფორმით (გაწვევით და დაქირავებით).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები