საბრძოლო მდგომარეობა
(ახალი გვერდი: '''საბრძოლო მდგომარეობა''' – [[საბრძოლო ამოცანა|საბრძოლო ამოცა...) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
||
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | [[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | ||
[[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] | [[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] |
მიმდინარე ცვლილება 16:30, 28 თებერვალი 2018 მდგომარეობით
საბრძოლო მდგომარეობა – საბრძოლო ამოცანის შესრულებისათვის (საბრძოლო გამოყენებისათვის) საბრძოლო სისტემების, შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის, აგრეთვე მათი ელემენტების სრული მზადყოფნის მდგომარეობა. საბრძოლო მდგომარეობა გულისხმობს შეიარაღების კომპლექსების ყველა შემადგენელი ელემენტის მზადყოფნას მუშაობისათვის. შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის ნიმუშების ან კომპლექსების საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანა ხდება შენახვის, ან სალაშქრო მდგომარეობის (ტრანსპორტირების მდგომარეობის) რეჟიმიდან. იგი მოიცავს მთელ რიგ ტექნოლოგიურ ოპერაციებს, რომელთა მოცულობა და ხასიათი დამოკიდებულია საბრძოლო ტექნიკის სახეობაზე, დანიშნულებაზე, გამოყენების პირობებზე, კონსტრუქციულ თავისებურებებსა და გარკვეულ მოთხოვნებზე, ინსტრუქციებსა და დარიგებებზე. მაგალითად, ინდივიდუალური სასროლი იარაღის ნიმუშების საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანა გულისხმობს მათი გამართულობის და სავაზნე კოლოფების აღჭურვის შემოწმებას.