საბრძოლო სროლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 8: ხაზი 8:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი  2017
+
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
  

მიმდინარე ცვლილება 16:31, 28 თებერვალი 2018 მდგომარეობით

საბრძოლო სროლა - საშტატო შეიარაღებიდან (ქვემეხი, ყუმბასატყორცნი, ცეცხლსასროლი იარაღი, სატორპედო აპარატი, საზენიტო და საავიაციო კომპლექსები და სხვა) წარმოებული გასროლები საშტატო საბრძოლო მასალის გამოყენებით; საცეცხლე მომზადების უმაღლესი ფორმა, გამოყენებული არმიისა და ფლოტის პირადი შემადგენლობის მიერ საბრძოლოსთან მიახლოებულ პირობებში იარაღის გამოყენების შესწავლის მიზნით. ხორციელდება მიზნების დასაზიანებლად, როგორც ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების მიერ, ასევე ქვედანაყოფისა თუ ნაწილის შემადგენლობაში; ჩვეულებრივ, ქვედანაყოფის (თვითმფრინავის, წყალზედა ხომალდის, წყალქვეშა ნავის და სხვა), ნაწილის და შენაერთის საბრძოლო შერწყმის ბოლო ეტაპზე, ასევე ტაქტიკურ სწავლებაზე.

ამისათვის, როგორც წესი, გამოიყენება საბრძოლო მასალები (პრაქტიკული ჭურვები), მაგალითად: საარტილერიო, სარაკეტო, სატორპედო სროლების განხორციელების დროს. საბრძოლო სროლა ფასდება დაზიანებული მიზნების რაოდენობის მიხედვით.

შეიარაღების თანამედროვე სისტემებიდან საბრძოლო სროლის წარმოებისას ფართოდ გამოიყენება კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს არა მარტო მათ ფუნქციონირებას, დამიზნებასა და ცეცხლის (გაშვების) მართვას, არამედ შედეგების შეფასებასაც.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები