შემოვლა (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი  2017
+
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო სტრატეგიები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო სტრატეგიები]]
 
[[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]]
 
[[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]]

მიმდინარე ცვლილება 16:37, 28 თებერვალი 2018 მდგომარეობით

შემოვლა (სამხედრო ტერმინი) - მანევრი, რომელიც ხორციელდება მოწინააღმდეგის განლაგებაში ჯარების (ძალების) ღრმა შეღწევისა და მისთვის ზურგიდან დარტყმების მიყენების მიზნით. ხორციელდება მოწინააღმდეგის საბრძოლო წყობაში ღია ფლანგის ან შუალედების (რღვეულების) არსებობის დროს იმ ჯარებთან (ძალებთან) ურთიერთქმედებით, რომლებიც მოქმედებენ ფრონტიდან, აგრეთვე საჰაერო დესანტების მონაწილეობით. შემოვლა გამოიყენება მოწინააღმდეგის დაჯგუფების ალყაში მოსაქცევად და გასანადგურებლად, ჯარების მართვის მოსაშლელად, მნიშვნელოვანი ობიექტების (ზღუდეების) ხელში ჩასაგდებად. სამხედრო-საზღვაო ძალებში შემოვლა ხორციელდება ხელსაყრელი პოზიციის დასაკავებლად და მოწინააღმდეგის მთავარ დაჯგუფებაზე (ობიექტზე) დარტყმის მისაყენებლად მისი დაფარვის ძალებთან (მეწინავე რაზმთან) საცეცხლე შეხებაში ჩაუბმელად. ზოგიერთ შემთხვევაში შემოვლა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარების გასაყვანად (გამოსაყვანად) ახალ პოზიციებზე (ზღუდეებზე, რაიონებში) საკუთარი ჯარების განლაგების სიღრმეში;

შემოვლას უწოდებენ დასნებოვნების, ნგრევის, ხანძრის, წყალდიდობის და სხვა უბნების გადალახვის ერთ-ერთი ხერხს.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები