ალყა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სამხედრო სტრატეგიები]] | [[კატეგორია:სამხედრო სტრატეგიები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:58, 28 თებერვალი 2018 მდგომარეობით
ალყა - განადგურების ან დატყვევების მიზნით მოწინააღმდეგის დაჯგუფების იზოლაცია მისი დანარჩენი ჯარებისაგან (ძალებისაგან).
ხორციელდებოდა სხვადასხვა ეპოქის ომებში. წარმატებული ალყისთვის უმნიშვნელოვანეს პირობებს წარმოადგენს:
- საკუთარი ჯარების ხელსაყრელი მდებარეობის გამოყენება მოწინააღმდეგის დაჯგუფების ფლანგებზე და ზურგში სწრაფი გასვლისათვის;
- საჰაერო და საზღვაო დესანტების მიერ მოწინააღმდეგის ზურგში მნიშვნელოვანი რაიონების, საგზაო კვანძებისა და გადასასვლელების ხელში ჩაგდება;
- აქტიური მოქმედებების წარმოება ალყის შიდა და გარე ფრონტებზე გარშემორტყმული მოწინააღმდეგის იმავდროული ბლოკადით ჰაერიდან, ხოლო ზღვისპირა მიმართულებებზე – ზღვიდანაც;
- მოწინააღმდეგის რეზერვებისა და გარშემორტყმული ჯარების დებლოკირების ცდების ჩაშლა.
ალყა შეიძლება განხორციელდეს სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მასშტაბებით. ალყის მიზანს აღწევენ:
- გადამკვეთ მიმართულებებზე დარტყმების მიყენებით;
- მოწინააღმდეგის უკანდახეული დაჯგუფების ოპერატიულ სიღრმეში დევნის დროს ყოვლისმომცველი დარტყმის მიყენებით და მოწინააღმდეგის დაჯგუფების ზღვისკენ განდევნით;
- რამდენიმე დამანაწევრებელი ფრონტალური დარტყმის მიყენებით და წარმატების განვითარებით მოწინააღმდეგის ფლანგებზე და მის ზურგში გასვლით;
- დიდი დასახლებული პუნქტების და ქალაქების შემოვლის, მათში არსებული გარნიზონების ბლოკადის გზით და სხვა ხერხებით.