ტაბელური შეიარაღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''ტაბელური შეიარაღება''' - შეიარაღება, რომელიც გათვალისწინე...) |
მიმდინარე ცვლილება 15:10, 1 მარტი 2018 მდგომარეობით
ტაბელური შეიარაღება - შეიარაღება, რომელიც გათვალისწინებულია სამხედრო ნაწილის შტატის ტაბელით (ნომენკლატურულრაოდენობრივი ჩამონათვალი). ტაბელში მითითებულია თითოეული სახეობის იარაღის დასახელება და რაოდენობა პირადი შემადგენლობის საშტატო დანიშნულების შესაბამისად; ასევე – საშუალებები, რომლებიც აუცილებელია ამ იარაღის გამოსაყენებლად საბრძოლო მოქმედებების, მისი მომსახურების და საბრძოლო მომზადების უზრუნველყოფის დროს. იარაღის გასახარჯი საშუალებების (საბრძოლო მასალები, საწვავი და სხვა) რაოდენობის დადგენა ხდება შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების გათვალისწინებით.