კორპუსის არტილერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''კორპუსის არტილერია''' - საარტილერიო ნაწილები და ქვედანაყოფ...) |
10:59, 2 მარტი 2018-ის ვერსია
კორპუსის არტილერია - საარტილერიო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან კორპუსის მეთაურს. შეიარაღებაში აქვთ შორსმსროლელი საარტილერიო სისტემები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. განკუთვნილია კორპუსის მთავარი დაჯგუფების საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად, მოწინააღმდეგის არტილერიასთან ბრძოლისათვის და მთავარ მიმართულებებზე მოქმედი დივიზიების გასაძლიერებლად.