ტაქტიკური ვითარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტაქტიკური ვითარება''' - იმ ფაქტორების და პირობების ერთობლიო...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:25, 2 მარტი 2018 მდგომარეობით

ტაქტიკური ვითარება - იმ ფაქტორების და პირობების ერთობლიობა, რომელშიც ოპერაცია (ბრძოლა) მზადდება და წარმოებს. მათგან ძირითადია:

  • მოწინააღმდეგის ჯარების (ძალების) შემადგენლობა, დაჯგუფება და მოქმედებების ხასიათი;
  • საკუთარი ჯარების (ძალების) განლაგება, მდგომარეობა, გადასაწყვეტი ამოცანები, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • მეზობლების განლაგება და მოქმედება;
  • ადგილმდებარეობის ხასიათი;
  • კლიმატური და ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები;
  • წელიწადის და დღე-ღამის დრო;
  • საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადების და ამოცანების შესრულების ვადები.

ტაქტიკური ვითარება ყალიბდება შენაერთის (ნაწილის, ქვედანაყოფის) და მისი მეზობლების ბრძოლისთვის მზადების და ბრძოლის წარმოების ზოლში (მონაკვეთზე, რაიონში).

ტაქტიკური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკურ ზონაში მოწინააღმდეგის განადგურების ხასიათი და ხერხები.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები