ძეძვი
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
'''ძეძვი''' – (Paliurus spina-cristii Mill.); ოჯახი: თუთუბოსებრნი (Anacardiaceae). 1-3 მ სიმაღლის ძლიერ დატოტვილი ეკლიანი ბუჩქია. ნორჩი ტოტები და კვირტები ოდნავ არის შებუსული. ფოთლები კვერცხისებურია ან ელიფსური. კიდეებზე დაკბილული, იშვიათად – კიდემთლიანი, შიშველი, ზედა მხარე – მუქი მწვანე. თანაფოთლები ეკლებად არის გადაქცეული. ყვავილები პატარა ზომისაა, მოყვითალო-მომწვანო ფერის. ნაყოფი ფრთაშემოვლებულია. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე იზრდება ღორღიან და ქვიან ადგილებში, მთისწინეთებზე. გვხვდება ასევე ველების სარტყელში ქსეროფილურ დაჯგუფებებში. ქმნის სუფთა ბუჩქნარებს. მშრალი მუხნარების დერივატია. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში, ხშირია კახეთშიც. | '''ძეძვი''' – (Paliurus spina-cristii Mill.); ოჯახი: თუთუბოსებრნი (Anacardiaceae). 1-3 მ სიმაღლის ძლიერ დატოტვილი ეკლიანი ბუჩქია. ნორჩი ტოტები და კვირტები ოდნავ არის შებუსული. ფოთლები კვერცხისებურია ან ელიფსური. კიდეებზე დაკბილული, იშვიათად – კიდემთლიანი, შიშველი, ზედა მხარე – მუქი მწვანე. თანაფოთლები ეკლებად არის გადაქცეული. ყვავილები პატარა ზომისაა, მოყვითალო-მომწვანო ფერის. ნაყოფი ფრთაშემოვლებულია. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე იზრდება ღორღიან და ქვიან ადგილებში, მთისწინეთებზე. გვხვდება ასევე ველების სარტყელში ქსეროფილურ დაჯგუფებებში. ქმნის სუფთა ბუჩქნარებს. მშრალი მუხნარების დერივატია. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში, ხშირია კახეთშიც. | ||
| + | |||
| + | '''ძეძვი''' – ბიბლიური მცენარე | ||
[[ფაილი:Unabi3.jpg|thumb|მარცხნივ|სირიული უნაბი]] | [[ფაილი:Unabi3.jpg|thumb|მარცხნივ|სირიული უნაბი]] | ||
11:19, 5 მარტი 2018-ის ვერსია
ძეძვი – (Paliurus spina-cristii Mill.); ოჯახი: თუთუბოსებრნი (Anacardiaceae). 1-3 მ სიმაღლის ძლიერ დატოტვილი ეკლიანი ბუჩქია. ნორჩი ტოტები და კვირტები ოდნავ არის შებუსული. ფოთლები კვერცხისებურია ან ელიფსური. კიდეებზე დაკბილული, იშვიათად – კიდემთლიანი, შიშველი, ზედა მხარე – მუქი მწვანე. თანაფოთლები ეკლებად არის გადაქცეული. ყვავილები პატარა ზომისაა, მოყვითალო-მომწვანო ფერის. ნაყოფი ფრთაშემოვლებულია. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე იზრდება ღორღიან და ქვიან ადგილებში, მთისწინეთებზე. გვხვდება ასევე ველების სარტყელში ქსეროფილურ დაჯგუფებებში. ქმნის სუფთა ბუჩქნარებს. მშრალი მუხნარების დერივატია. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში, ხშირია კახეთშიც.
ძეძვი – ბიბლიური მცენარე
„და შეთხზეს გვირგვინი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ხელსა მისსა და მუხლნი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: „გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!“
მათე 27, 28-29
გადმოცემის თანახმად, ეკლის გვირგვინი, რომელიც იესო ქრისტეს დაადგეს თავზე დამზადებული იყო არა ძეძვის ეკლებისაგან, არამედ სირიული უნაბის ეკლიანი ტოტებისაგან. სირიულ უნაბს იუდეიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში სიმბოლური დატვირთვა აქვს.
წყარო
- კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.
- ბიბლიური მცენარეები