ტერიტორიული წყლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''ტერიტორიული წყლები''' (ტერიტორიული ზღვა), სახელმწიფოს სუვერ...) |
12:17, 5 მარტი 2018-ის ვერსია
ტერიტორიული წყლები (ტერიტორიული ზღვა), სახელმწიფოს სუვერენულ დაქვემდებარებაში არსებული ნაპირის და კუნძულების მიმდებარე ზღვის (ოკეანის) ზოლი, რომელიც შეადგენს მისი ტერიტორიის ნაწილს.
ტერიტორიული წყლების სიგანე, როგორც წესი, არ აღემატება 12 საზღვაო მილს. ტერიტორიული წყლების რეჟიმს არეგულირებს გაეროს 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენცია და სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა.