საერთაშორისო ტერორიზმი
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''საერთაშორისო ტერორიზმი''' ''(ლათინური Terror – შიში)'' – ორგანიზებული ძალადობა, რომელიც ხორციელდება [[საერთაშორისო სამართალი|საერთაშორისო სამართლის]] დაცვის ქვეშ მყოფი ცალკეული პირების, ობიექტების ან სახელმწიფოების წინააღმდეგ. როგორც წესი, მიმართავენ ექსტრემისტული ორგანიზაციები პოლიტიკური მიზნებით, რათა ზეწოლა მოახდინონ საერთაშორისო საქმიანობის სხვადასხვა სუბიექტზე, უწინარეს ყოვლისა – ამა თუ იმ სახელმწიფოს ხელისუფლებაზე. | + | '''საერთაშორისო ტერორიზმი''' ''(ლათინური Terror – შიში)'' – ორგანიზებული ძალადობა, რომელიც ხორციელდება [[საერთაშორისო სამართალი|საერთაშორისო სამართლის]] დაცვის ქვეშ მყოფი ცალკეული პირების, ობიექტების ან სახელმწიფოების წინააღმდეგ. როგორც წესი, მიმართავენ ექსტრემისტული ორგანიზაციები პოლიტიკური მიზნებით, რათა ზეწოლა მოახდინონ საერთაშორისო საქმიანობის სხვადასხვა სუბიექტზე, უწინარეს ყოვლისა – ამა თუ იმ სახელმწიფოს ხელისუფლებაზე. ზოგჯერსაერთაშორისო [[ტერორიზმი|ტერორიზმის]] აქტებს სჩადიან ან ამ აქტებში მონაწილეობენ (ექსტრემისტების წაქეზების ან ხელის დაფარების გზით) ცალკეული სახელმწიფოები. |
საერთაშორისო ტერორიზმის ფორმებია: | საერთაშორისო ტერორიზმის ფორმებია: | ||
12:47, 5 მარტი 2018-ის ვერსია
საერთაშორისო ტერორიზმი (ლათინური Terror – შიში) – ორგანიზებული ძალადობა, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო სამართლის დაცვის ქვეშ მყოფი ცალკეული პირების, ობიექტების ან სახელმწიფოების წინააღმდეგ. როგორც წესი, მიმართავენ ექსტრემისტული ორგანიზაციები პოლიტიკური მიზნებით, რათა ზეწოლა მოახდინონ საერთაშორისო საქმიანობის სხვადასხვა სუბიექტზე, უწინარეს ყოვლისა – ამა თუ იმ სახელმწიფოს ხელისუფლებაზე. ზოგჯერსაერთაშორისო ტერორიზმის აქტებს სჩადიან ან ამ აქტებში მონაწილეობენ (ექსტრემისტების წაქეზების ან ხელის დაფარების გზით) ცალკეული სახელმწიფოები.
საერთაშორისო ტერორიზმის ფორმებია:
- პოლიტიკური მკვლელობები,
- დიპლომატიური წარმომადგენლობის და სხვა ობიექტების აფეთქებები,
- მძევლების აყვანა,
- სატრანსპორტო სისტემების დაზიანება,
- საჰაერო და საზღვაო ხომალდების გატაცება და სხვა.
საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით გაეროს ფარგლებში მიღებულია რეზოლუციები და კონვენციები. მასთან ბრძოლა ხორციელდება რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზეც (ნატო, ეუთო, ევროკავშირი, ინტერპოლი) XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტერორიზმის აქტებად შეიძლება ჩაითვალოს 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ-იორკში ალქაიდას მიერ განხორციელებული აფეთქებები.