ნიორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ნიორი '''ნიორი''' – (Allium sativum) ერთწლოვანი ბოლქვიანი მ...)

14:26, 5 მარტი 2018-ის ვერსია

ნიორი

ნიორი – (Allium sativum) ერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი.

აქვს მუქი მწვანე, ვიწრო და ლანცეტისებრი ფოთოლი.

ბოლქვი 2-50-მდე კბილისაგან შედგება. კბილი დაფარულია თხელი აპკით, ხოლო მთლიანად ბოლქვი – 2-8 მბზინავი აპკით ან ქერქლით. ნიორის ზოგი ჯიში ივითარებს 60-150 სმ სიმაღლის საყვავილე ყლორტს, ყვავილში 60-450-მდე პატარა საჰაერო ბოლქვაკია.

ნიორი თესლს არ იძლევა, მრავლდება კბილით და ბოლქვაკით.

ნიორი – ბიბლიური მცენარე


„გვაგონდება თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, კიტრები, ნესვები, პრასა, ხახვი და ნიორი. ახლა კი სული გვძვრება, არაფერია მანანას გარდა ჩვენს თვალწინ“.

რიცხვთა 11, 5-6


წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები