ტუნისი
მ (მომხმარებელმა Nomanadze გვერდი „ტუნისი“ გადაიტანა გვერდზე „ტუნისის რესპუბლიკა“) |
11:55, 6 მარტი 2018-ის ვერსია
ტუნისი - (Tunisia - ტუნისის რესპუბლიკა), სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა.
ფართობი - 163,6 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 10,3 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – არაბული.
დედაქალაქი - ქ. ტუნისი.
ადმინისტრაციულად იყოფა 24 გუბერნიად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს დეპუტატთა პალატას (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – პრეზიდენტს და მთავრობას.
თანამედროვე ტუნისმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1956 წელს.
ტუნისი აგრარული ქვეყანაა შედარებით განვითარებული ეკონომიკით. წარმოებს ნავთობის, გაზის და ფოსფორიტების მოპოვება. განვითარებულია კვების, მსუბუქი, ქიმიური, ელექტროტექნიკური მრეწველობა. სოფლის მეურნეობა 80%-ით უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილებას. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საერთაშორისო ტურიზმს.
საზღვაო პორტებია: ბიზერტა, სფაქსი, ტუნისი, გაბესი, სუსი, ჯარჯისი.
საერთაშორისო აეროპორტი - კარტაჟი (ტუნისი).
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 35,8 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 27 ათ., სამხედრო-საჰაერო 4 ათ. და სამხედრო-საზღვაო 4,8 ათ.. დაკომპლექტება ხორციალდება გაწვევით.