ტყვიამფრქვევი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ტყვიამფრქვევი M60 '''ტყვიამფრქვევი''' - ჯგუფუ...) |
12:24, 6 მარტი 2018-ის ვერსია
ტყვიამფრქვევი - ჯგუფური ავტომატური სასროლი იარაღი სპეციალური საყრდენით (დაზგა, სადგარი და ა.შ.). გრძელი, მასიური ლულის და მკვებავი მოწყობილობის მეტი მოცულობის ხარჯზე სხვა სახეობის სასროლ იარაღს აღემატება საბრძოლო შესაძლებლობებით, სროლის მანძილით და ინტენსივობით.
თანამედროვე ტყვიამფრქვევების უმეტესობის ავტომატიკა დაფუძნებულია სროლის დროს დენთის აირების ენერგიის გამოყოფილი ნაწილის ან ლულის უკუცემის გამოყენებაზე. არის: მცირეკალიბრიანი (6,5 მმ-მდე), საშუალო კალიბრის (6,5-9,0 მმ) და მსხვილკალიბრიანი (9,0-ზე მეტი - 15,5 მმ); ასევე – ქვეითების (ხელის, დაზგიანი და ერთეული) და სპეციალური (საავიაციო, სახომალდო, საზენიტო, სატანკო, კაზემატური და სხვა), რომლებსაც, ჩვეულებრივ, ქვეითები იყენებენ.