ულტიმატუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ულტიმატუმი''' ''(ლათინური ultimatum – ბოლო)'' – [[საერთაშორისო სამართა...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:12, 9 მარტი 2018 მდგომარეობით

ულტიმატუმი (ლათინური ultimatum – ბოლო)საერთაშორისო სამართალში – კატეგორიული მოთხოვნა, რომელსაც წერილობითი ან სიტყვიერი ფორმით უყენებს ერთი სახელმწიფო მეორეს ზემოქმედების შემდგომი ღონისძიებების გამოყენების მუქარით იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა გარკვეული ვადისთვის არ შესრულდება. გაეროს წესდება კრძალავს ულტიმატუმის ფორმას, თუ იგი შეიცავს ძალის გამოყენების, ომის გაჩაღების მუქარას.

[რედაქტირება] ულტიმატუმი ომის პირობებში

ომის პირობებში ულტიმატუმი შეიძლება სამხედრო სარდლობამ წაუყენოს მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფებას და ამავე დროს შესთავაზოს, შეწყვიტოს უიმედო წინააღმდეგობა, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი სისხლისღვრა.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები