სენტ-ლუსია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''სენტ-ლუსია''' - (Saint – Lucia), სახელმწიფო იმავე დასახელების კუნძულ...) |
16:45, 9 მარტი 2018-ის ვერსია
სენტ-ლუსია - (Saint – Lucia), სახელმწიფო იმავე დასახელების კუნძულზე, კარიბის ზღვის მცირე ანტილის არქიპელაგში.
ფართობი – 616 კმ2.
მოსახლეობა – 173 ათ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ინგლისური.
დედაქალაქი – ქ. კასტრი.
დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი.
სახელმწიფოს მეთაურია ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით.
საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა.
დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1979 წლის 22 თებერვლიდან.
ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა, მეთევზეობა და საერთაშორისო ტურიზმი.
მთავარი საზღვაო პორტებია: კასტრი, ვიე-ფორი, დენერი და მიკუ.
საერთაშორისო აეროპორტი: კასტრი და ვიე-ფორი.
სახელმწიფოს არ გააჩნია შეიარაღებული ძალები. თავდაცვის საკითხებს განაგებს დიდი ბრიტანეთი.