სიპაები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სიპაები''' - (ინგლისური sepoy - ჰინდი, ურდუ და სპარსული – სიფაჰი – მ...) |
12:18, 12 მარტი 2018-ის ვერსია
სიპაები - (ინგლისური sepoy - ჰინდი, ურდუ და სპარსული – სიფაჰი – მეომარი, ჯარისკაცი), ადგილობრივი მოსახლეობიდან გამოსული დაქირავებული ჯარისკაცები კოლონიურ ინდოეთში, რომლებიც მსახურობდნენ ევროპელ კოლონიზატორთა (პორტუგალიელები, ფრანგები, ინგლისელები) არმიებში. განსაკუთრებით ფართოდ იყენებდნენ სიპაების ფორმირებებს ინგლისელები.
1947 წელს, დამოუკიდებელი სახელმწიფოების – ინდოეთისა და პაკისტანის ჩამოყალიბების შემდეგ, სიპაებმა, როგორც დაქირავებულმა კოლონიზატორების ჯარებმა, არსებობა შეწყვიტეს.