სროლის წესები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სროლის წესები''' - ძირითადი დებულებები და რეკომენდაციები სხ...)

14:04, 13 მარტი 2018-ის ვერსია

სროლის წესები - ძირითადი დებულებები და რეკომენდაციები სხვადასხვა სახეობის იარაღიდან სროლის მომზადებისა და წარმოებისთვის. წარმოადგენს ოფიციალურ გამოცემას და სროლების ჩატარების დროს სავალდებულოა შესასრულებლად.

სროლის წესებით ხელმძღვანელობენ პირადი შემადგენლობის და ქვედანაყოფების სხვადასხვა პირობებში მიზნებზე სროლის სწავლის დროს.

სროლის წესების გამოსცემენ ყველა სახეობის იარაღისთვის და მოიცავს ზოგად დებულებებს (ცეცხლის სახეობები, მიზნის შერჩევა, საცეცხლე ამოცანის შესრულების წესი და ა.შ.), რეკომენდაციებს მოცემული იარაღიდან სროლის ტიპობრივი შემთხვევებისთვის, საცნობარო მონაცემებს, გათვლებს, სროლის წესების გამოყენების მაგალითებს და სხვა. განიხილება ღამით, მთებში და წყალზედა მიზნების დასაზიანებელი სროლის და ცეცხლის მართვის თავისებურებები, აგრეთვე ცეცხლის მართვის ავტომატიზებული კომპლექსების გამოყენება და სხვა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები