ს-საათი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: ს-საათი - შემტევი ნაწილების ([[ქვედანაყოფი (სამხედრო)|ქვედანა...) |
14:23, 13 მარტი 2018-ის ვერსია
ს-საათი - შემტევი ნაწილების (ქვედანაყოფების) მიერ მოწინააღმდეგის წინა ხაზის მიღწევის, წყლის წინაღობის ფორსირებისა და საჰაერო (საზღვაო) დესანტის გადმოსხმის დაწყების პირობითი დრო; დგინდება შეთანხმებული მოქმედებების და სხვადასხვა სახის იარაღით ერთდროული დარტყმების მიყენების მიზნით.
ს-საათიდან, როგორც დროის ნულოვანი მოცემულობიდან, წარმოებს ჯარების (ძალების) მოქმედებების დაგეგმვა და მომზადება იმ შემთხვევაში, როდესაც რეალური დრო არ არის დადგენილი ან საიდუმლოს დაცვის მიზნით არ ხმაურდება.