სტატუს-კვო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''სტატუს-კვო''' - (ლათინური status-quo - მდგომარეობა), არსებული ან გარკ...) |
15:29, 13 მარტი 2018-ის ვერსია
სტატუს-კვო - (ლათინური status-quo - მდგომარეობა), არსებული ან გარკვეულ მომენტამდე არსებული სამხედრო, პოლიტიკური, სამართლებრივი, ან სხვაგვარი მდგომარეობა. მოლაპარაკების დროს და საზავო ხელშეკრულებების შედგენისას იხმარება „სტატუს-კვო“-ს ცნება „ანტე ბელუმ“ - მდგომარეობა, რომელიც არსებობდა ომის დაწყებამდე და სტატუს-კვო „პოსტ ბელუმ“ - მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა ომის შემდეგ.