სანაპირო დაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სანაპირო დაცვა''' – ზოგიერთ სახელმწიფოთა სპეციალიზებული სა...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სანაპირო დაცვა''' – ზოგიერთ სახელმწიფოთა სპეციალიზებული სამხედრო სამსახური, რომელიც ახორციელებს კონტროლს ტერიტორიული
+
'''სანაპირო დაცვა''' – ზოგიერთ სახელმწიფოთა სპეციალიზებული [[სამხედრო სამსახური]], რომელიც ახორციელებს კონტროლს ტერიტორიული
 
და შიდა წყლების, საზღვაო ეკონომიკური ზონის და სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი კონტინენტური შელფის სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე.  
 
და შიდა წყლების, საზღვაო ეკონომიკური ზონის და სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი კონტინენტური შელფის სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე.  
  

მიმდინარე ცვლილება 13:03, 14 მარტი 2018 მდგომარეობით

სანაპირო დაცვა – ზოგიერთ სახელმწიფოთა სპეციალიზებული სამხედრო სამსახური, რომელიც ახორციელებს კონტროლს ტერიტორიული და შიდა წყლების, საზღვაო ეკონომიკური ზონის და სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი კონტინენტური შელფის სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე.

სანაპირო დაცვის ფუნქციაა: ზღვაოსნობის უსაფრთხოება, საჭიროების შემთხვევაში გემების და საფრენი აპარატების დახმარება, დაზვერვის და ამინდის სამსახურის წარმართვა, თევზჭერის ნორმების დაცვა, კონტრაბანდასთან ბრძოლა, აგრეთვე ზღვის აკვატორიაში გარემოს და რადიაციული ვითარების მონიტორინგი.

მის შემადგენლობაში შედიან: საპატრულო ხომალდები და კატარღები, ყინულმჭრელები, გემსაწევები, ჰიდროგრაფიული ხომალდები, თვითმფრინავები და ვერტმფრენები, სანაპირო რადიოტექნიკური და სათვალთვალო საგუშაგოები. მაგალითად, აშშ-ის სანაპირო დაცვის ძალები ომის დროს სამხედრო-საზღვაო ძალების რეზერვს წარმოადგენენ და შესაძლოა მათი გამოყენება წყალქვეშა ნავებთან ბრძოლისათვის. ასევე სანაპირო ზოლის კომუნიკაციების დაფარვის, ბაზების, პორტების, საღუზე სადგომების აკვატორიების დაცვისა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებებისათვის.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები