სტრატეგიული გაშლა შეიარაღებული ძალებისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სტრატეგიული გაშლა შეიარაღებული ძალებისა''' – ღონისძიებებ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი  2017
+
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სამხედრო საქმე]]
 
[[კატეგორია:სამხედრო საქმე]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 13:08, 14 მარტი 2018 მდგომარეობით

სტრატეგიული გაშლა შეიარაღებული ძალებისა – ღონისძიებების კომპლექსი, რომლის მიზანია საომარ მდგომარეობაზე შეიარაღებული ძალების გადაყვანა, ომის წარმოებისათვის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების შექმნის და საომრად უშუალო მომზადების დასრულება. ამ დროს ხდება შეიარაღებული ძალების გადაყვანა საომარ მდგომარეობაზე (სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა მობილიზაციის ჩატარებით), ჯარების დაჯგუფებების ოპერატიული გაშლა საომარი მოქმედებების თეატრზე, ჯარების (ძალების) სტრატეგიული გადაჯგუფება ქვეყნის სიღრმიდან და საომარი მოქმედებების თეატრებს შორის და სტრატეგიული რეზერვების გაშლა. სამხედრო-პოლიტიკური ვითარების, ომში სახელმწიფოს მიზნების და სხვა ფაქტორების კვალობაზე სტრატეგიული გაშლა შეიძლება ხორციელდებოდეს ერთდროულად ან თანამიმდევრულად, ფარულად, ან ღიად.

დროული სტრატეგიული გაშლის მისაღწევად ხდება საგულდაგულო დაგეგმვა ომის გაჩაღების შესაძლო ხერხების გათვალისწინებით, ჯარების (ძალების) მუდმივი მაღალი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის შენარჩუნებით, ქვეყნის ტერიტორიის (საომარი მოქმედების თეატრის) წინასწარი ოპერატიული მომზადებით, შეიარაღებული ძალების ყოველმხრივი უზრუნველყოფით, ჯარების (ძალების) მართვის მწყობრი ორგანიზაციით და მათი საიმედო ოპერატიული დაფარვით.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები