სტრატეგიული დაგეგმვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''სტრატეგიული დაგეგმვა ''' - ომში ზიგიერთი ქვეყნის [[შეიარ...) |
მიმდინარე ცვლილება 13:13, 14 მარტი 2018 მდგომარეობით
სტრატეგიული დაგეგმვა - ომში ზიგიერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების და სხვა ჯარების მომზადების, გამოყენებისა და ყოველმხრივი უზრუნველყოფის წესის, ხერხების განსაზღვრა; თავდაცვისათვის ქვეყნის და შეიარაღებული ძალების, სტრატეგიული მოქმედებების სხვადასხვა ფორმის მომზადების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ახორციელებს შეიარაღებული ძალების შტაბების კომიტეტი (გენერალური, მთავარი შტაბი) შეიარაღებული ძალების სახეობების, ლოგისტიკის, ჯარების გვარეობების მართვის ორგანოებთან ერთად.
ტრატეგიული დაგეგმვა ხორციელდება შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობის მიერ დასახული ამოცანების, სამხედრო დოქტრინის, უსაფრთხოების კონცეფციის დებულებების, თავდაცვის კანონისა და სამხედრო უსაფრთხოების დარგის სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.