სან-მარინო
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „სან-მარინო“ გადაიტანა გვერდზე „სან-მარინოს რესპუბლიკა“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „სან-მარინოს რესპუბლიკა“ გადაიტანა გვერდზე „სან-მარინო“ გადამის...) |
15:06, 14 მარტი 2018-ის ვერსია
სან-მარინო (San-Marino – სან-მარინოს რესპუბლიკა) – სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე, ზღვაზე გასასვლელის გარეშე. გარს აკრავს იტალიის ტერიტორია.
ფართობი – 61 კმ2.
მოსახლეობა – 30 ათ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – იტალიური.
დედაქალაქი – ქ. სან-მარინო.
ადმინისტრაციულად იყოფა 9 მხარედ (ციხესიმაგრე). სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია ორი კაპიტან-რეგენტი.
საკანონმდებლო ორგანო – დიდი გენერალური საბჭო.
სახელმწიფოს დაარსების დღე აითვლება 301 წლიდან. სან-მარინოს ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული იტალიასთან. ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს საერთაშორისო ტურიზმი და სოფლის მეურნეობა (მარცვლეულის წარმოება, მეღვინეობა, მეცხოველეობა), საფოსტო მარკების და მონეტების გამოშვება.
სან-მარინოს შეიარაღებული ძალები არ გააჩნია, ქვეყნის დაცვის ფუნქციას ასრულებს იტალიის შეიარაღებული ძალები.