რეზერვი (რესურსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''რეზერვი''' - (ფრანგული reserve < ლათინური reservo – ვიზოგავ, ვინახავ), [[შე...) |
15:22, 14 მარტი 2018-ის ვერსია
რეზერვი - (ფრანგული reserve < ლათინური reservo – ვიზოგავ, ვინახავ), შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობის ფორმირებები, ადამიანური რესურსები, შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა და სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია ჯარების (ძალების) ახალი დაჯგუფებების შესაქმნელად და მოქმედთა გასაძლიერებლად, ომის (კამპანიის), ოპერაციის და ბრძოლის დროს ახალწამოჭრილი ამოცანების გადასაწყვეტად, მოქმედი არმიის და საზღვაო ძალების შესავსებად და უზრუნველსაყოფად.