სტრატეგიული შეტევა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''სტრატეგიული შეტევა''' - [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებული ...) |
16:22, 14 მარტი 2018-ის ვერსია
სტრატეგიული შეტევა - შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მოქმედებების ძირითადი სახეობა, რომელიც გამოიყენება სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. ხორციელდება ყველა სახეობის ოპერატიული გაერთიანების და შენაერთის მიერ სტრატეგიული შეტევითი ოპერაციების წარმოების გზით. საომარი მოქმედებები ხორციელდება ერთ ან რამდენიმე თეატრზე (სტრატეგიულ მიმართულებაზე) უმაღლესი სარდლობის ერთიანი ჩანაფიქრისა და გეგმის მიხედვით.
სტრატეგიული შეტევის შედეგად აღწევენ მოწინააღმდეგის ჯარების (ძალების) სტრატეგიული დაჯგუფების განადგურებას, ზოგჯერ ომიდან ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს გასვლას და სტრატეგიული რაიონების ხელში ჩაგდებას, რაც განაპირობებს ძირეულ ცვლილებებს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ან ომის დამთავრებას.