ფუსელი იოჰან ჰენრიჰ
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Night.jpg|thumb|350პქ|იოჰან ჰენრიხ ფუსელი. ღამის კოშმარი, 1781; ტილო, ...) |
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „ფუსელი ჰენრიჰ იოჰან“ გადაიტანა გვერდზე „იოჰან ჰენრიჰ ფუსელი“) |
12:26, 15 მარტი 2018-ის ვერსია
იოჰან ჰენრიჰ ფუსელი – (John Henry Fuseli, 1741-1825) მშობლიური შვეიცარიიდან ლონდონში 1764 წელს ჩავიდა. თეოლოგიაში, ფილოსოფიასა და ვინკელმანის (რომლის ნაშრომებსაც იგი ინგლისურად თარგმნიდა) კლასიკურ ესთეტიკაში განსწავლული ფუსელი ლონდონის ინტელექტუალურმა ელიტამ თავის წრეში მალევე მიიღო. ჯოშუა რეინოლდსის რჩევით ფუსელიმ 1770 წელს დატოვა ინგლისი და სამხატვრო განათლების მისაღებად რომში წავიდა, სადაც მომდევნო რვა წელი დაჰყო. რომაული სკულპტურისა და მიქელანჯელოს მხატვრობის სიმძაფრემ და ექსპრესიულმა ფორმებმა მას არა კლასიციზმისკენ, არამედ, საკუთარი, მძლავრად გამომსახველი სტილის განვითარებისკენ უბიძგა. მისი ნამუშევრები, უმეტესწილად, სწორედ რომაულ, მოგვიანებით კი, მიქელანჯელოს ხელოვნების ემოციურობას უკავშირდება და არა ანტიკური საბერძნეთის ხელოვნებას, რომლითაც ვინკელმანი იყო აღფრთოვანებული. ლონდონში დაბრუნების შემდეგ ფუსელიმ ისტორიული სურათის ოსტატის სახელი დაიმკვიდრა, თუმცა, მის შემოქმედებაში უფრო მეტად ჰომეროსის, დანტეს, შექსპირის და მილთონის ნაწარმოებებიდან აღებული დრამატული სიუჟეტები ჭარბობს. ადამიანის გონების იდუმალ, ბნელ სიღმეებში წვდომისაკენ მისწრაფებამ იგი ზებუნებრივი და ირაციონალური თემების ასახვამდე მიიყვანა. სურათში ღამის კოშმარი იგი დივანზე გადაწოლილ ქალს ასახავს, რომელსაც საზარელი ინკუბუსი (იგივე მარა, ბოროტი სული) აზის. ლეგენდის თანახმად, ინკუბუსი გატაცებულ ქალებთან სქესობრივი კავშირით საზრდოობდა. ეროტიკულ სიზმარში ქალი ხედავს, რომ ინკუბუსი მის დაუფლებას აპირებს. უკანა პლანზე ფარდის უკან ველური, ანთებულთვალებიანი ცხენის თავი მოჩანს. ნამუშევარი იდუმალ, არაცნობიერ შიშსა და თავაშვებულ სექსუალურობას გადმოსცემს. სურათი 1782 წელს სამეფო აკადემიაში გამოიფინა და, ფუსელის კოლეგებისგან განსხვავებით, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე. მხატვარმა ამ სურათის სულ ცოტა ოთხი ვარსია შეასრულა, რომელთა ასლები ფართოდ იყო გავრცელებული.