სასაზღვრო მდინარე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სასაზღვრო მდინარე''' – მიედინება ორი ან რამდენიმე ქვეყნის [[...) |
12:50, 15 მარტი 2018-ის ვერსია
სასაზღვრო მდინარე – მიედინება ორი ან რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის მთელ სიგრძეზე, ან მნიშვნელოვან მონაკვეთზე. ასეთ მდინარეზე სახელმწიფო საზღვარი წესდება მეზობელ სახელმწიფოთა შორის მიღწეული შეთანხმებით: სანაოსნო მდინარეებზე ტალვეგის (მაქსიმალური სიღრმის ხაზის) მიხედვით ან მთავარი ფარვატერის შუაში, არასანაოსნოზე – შუა მდინარეზე. საზღვრის რეჟიმი განისაზღვრება მომიჯნავე სახელმწიფოების შეთანხმებით და მათი შიდა კანონმდებლობით. სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამავალი სასაზღვრო მდინარის ნაწილი შედის მისი შიდა წყლების სისტემაში. სასაზღვრო მდინარის ტიპური მაგალითია ჭოროხი.