საფრები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''საფრები''' – საფორტიფიკაციო ნაგებობები, ბუნებრივი საშუალ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:24, 16 მარტი 2018 მდგომარეობით
საფრები – საფორტიფიკაციო ნაგებობები, ბუნებრივი საშუალებები და ადგილობრივი საგნები, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვან პირადი შემადგენლობა, სამხედრო ტექნიკა და ინვენტარი მოწინააღმდეგის დაზიანების საშუალებების და დაზვერვისაგან, აგრეთვე უამინდობისაგან.
ჯარების განლაგების პოზიციებზე და რაიონებში, ჩვეულებრივ, ეწყობა:
- პირადი შემადგენლობისათვის – ტრანშეები, ბლინდაჟები და თავშესაფრები;
- სამხედრო ტექნიკისა და ქონებისათვის – ქვაბულის ტიპის, სატრანშეო, მიწაყრილიანი აგრეთვე სარდაფები და ნიშები.
- ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკისათვის (თვითმფრინავები, წყალქვეშა ნავები და სხვა) შეიძლება მოეწყოს დახურული ტიპის საფრები, მათ შორის წყალქვეშა.