ამალეკები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ამალეკ''' (გებალ, ამონ და ამალეკ და უცხოთესლთა დამკჳდრებულთა...) |
12:35, 19 მარტი 2018-ის ვერსია
ამალეკ (გებალ, ამონ და ამალეკ და უცხოთესლთა დამკჳდრებულთა თანა ტჳროსისათა. ფსალ. 82, 8) - ესავის შვილის ელიფაზის ძის ამალეკისაგან წარმომდგარი ხალხი. ელიფაზს ამალეკი ეყოლა თავისი ხარჭის თამნასაგან (შესაქ. 36, 12). ისინი წინ აღუდგნენ ისრაელის შესვლას აღთქმულ ქვეყანაში, მაგრამ დამარცხდნენ მათთან ბრძოლაში (გამოს. 17, 8).
წყარო
ანჩისხატის ტაძრის მედავითნე იოსებ ახალშენოვი, - ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე).