ამენ-ო კაგუიამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ამენ-ო კაგუიამა''' – ''(იაპონ.)'' „ბრწყინვალე“, „ელვარე“, ციდან ჩ...) |
07:14, 1 ივნისი 2016-ის ვერსია
ამენ-ო კაგუიამა – (იაპონ.) „ბრწყინვალე“, „ელვარე“, ციდან ჩამოვარდნილი მთა, მაგიური ნივთების საბადო.
აქედან წაიღეს ღმერთებმა ის ჯადოსნური საგნები, რომელთა მეშვეობით გამოქვაბულში დამალული ამატერასუ გარეთ გამოიტყუეს. ესენი იყო: ხარირემის ბეჭი; ხე, რომელზეც ჯადოსნური ყელსაბამი ჩამოკიდეს; ვაზი, რომლის ლერწებით ამატერასუმ კაბის სახელოები შეიკრა; რომელიღაც ჯადოსნური მცენარის ფოთლები მაგიური რიტუალისთვის. ამ მთის მიწა მისნობისთვის გამოიყენებოდა.