ანშარი და ქიშარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ანშარი და ქიშარი''' – ''(ბაბილონ.)'' წყვილი – მამრი და მდედრი ღვთ...) |
07:01, 3 ივნისი 2016-ის ვერსია
ანშარი და ქიშარი – (ბაბილონ.) წყვილი – მამრი და მდედრი ღვთაება, რომლებიც თავდაპირველი წყლებიდან წარმოიშვნენ თეოგონიის მეორე ეტაპზე, ურჩხულთა – ლახმუსა და ლახამუს შემდეგ.
ისინი განასახიერებენ სამყაროს ჩანასახოვან აგებულებას, რასაც მათი შუმერული სახელები მოწმობს: ან-შარ – „ზემო ყოვლადობა“, ქი-შარ – „ქვემო ყოვლადობა“, მათი ერთიანობა შეადგენს კოსმოსს. ქიშარისგან წარმოშობილია მიწა, ანშარისგან – ცა.